პროფესიების მიხედვით, შესაძლოა, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაგვიწესდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქის მაკა მინდაშვილის საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი, რომლითაც მან პარლამენტს მიმართა, – ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა სახელმწიფომ ყველა პროფესიის მიხედვით, დააწესოს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, რათა ადამიანმა იცოდეს, რა ვაკანსიაზე მიდის და რა იქნება მისი ანაზღაურება საათობრივად.