LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, პირბადის გარეშე საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნა “გონივრული ოდენობით” დაჯარიმდეს

162
BeFunky-collage (2)

პირბადეების ტარებისა და უსაფრთხოების სხვა ზომების დარღვევაზე ჯარიმები დაწესდება. პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს უკვე დაავალა, მოკლე დროში შეიმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება კორონავირუსის პრევენციის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხმარების ადმინისტრირებას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევისთვის ჯარიმა რაციონალური და პროპორციული უნდა იყოს.

“საგანგებო მდგომარეობის დროს ჩვენ გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად ყოველდღიური, ხშირი, ინდივიდუალური მოხმარებისთვის.

საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა და ახალი ზომების განსაზღვრა იმისთვის, რათა შესაბამის სამსახურებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუალება, ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ. ჯარიმების ოდენობა უნდა იყოს გონივრული, ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს” – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მანვე მაგალითად მოიყვანა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის დრევანდელი განცხადება, როდესაც ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პარკებში, სადაც არის ბევრი ადამიანი შეკრებილი ბოლო დღეებში პირბადეს არ იყენებენ.

„გავისეირნე რამდენიმე პარკში, არ იცავენ წესებს“ – ამირან გამყრელიძის მორიგი გაფრთხილება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები