კომპანია Meta-მ ევროპაში სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს.
ინფორმაციას “ევრონიუსი” კომპანიის ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქმე ეხება მონაცემთა ევროპულ რეგულაციას, რომელიც უფლებას არ აძლევს Meta-ს კომპანიას, რომელიც ადრე Facebook-ის სახელით იყო ცნობილი, გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშავოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ყოველწლიურ ანგარიშისას, Meta-მ განაცხადა, რომ თუ ახალი ჩარჩო არ იქნა მიღებული და კომპანია ვეღარ გამოიყენებდა შეთანხმებების ამჟამინდელ მოდელს, სავარაუდოდ, კონტინენტიდან წასვლა მოუწევდა.
„თუ ჩვენ არ შეგვიძლია მონაცემთა გადაცემა ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, მათ შორის, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, ან თუ შეზღუდული გვაქვს მონაცემების გაზიარება ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს შორის, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენი სერვისების მიწოდების უნარზე, ჩვენს მიწოდებაზე”,- ნათქვამია განცხადებაში.
ანგარიშში Meta ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წელს ახალი შეთანხმებების გაფორმებას იმედოვნებს, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ”ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ შევთავაზებთ ჩვენს უამრავ მნიშვნელოვან პროდუქტს და სერვისს, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ს ევროპაში”.