LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, იყოს ფორმულა, რომელიც არ გააჩენს განცდას, რომ ვინმემ ვინმე წააქცია – დავით უსუფაშვილი

101

“კონსტიტუცია ისეთი თემაა, სადაც ყველა უნდა ვიყოთ გამარჯვებული,” –  ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელია კონკრეტული ფორმულის შემუშავება, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორის “ვენეციის კომისიის” წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით, მათ შორის კონკრეტულ საკითხებზე. შეიძლება, იყოს ფორმულა, რომელიც ჩვენ კონკრეტული პრობლემების მოგვარების საშუალებასაც მოგვცემს და არც ვინმეს გაუჩენს განცდას, რომ ვინმემ ვინმე წააქცია და დაამარცხა,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას პოზიტიურად აფასებენ, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე უმრავლესობაში. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის, განცხადებით, კვირის ბოლოს პრეზიდენტი ჩამოყალიბდება, თუ რას ასახავს ვეტოში.