LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, ინფექციური დაავადებების აფეთქება მოხდეს, რასაც შეუძლია ათასობით მარიუპოლელის სიცოცხლე შეიწიროს – მერი

56
ZIHWM3PEJBPABPFNRNVFMFUWDE

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, შესაძლოა, ზაფხულში მარიუპოლში ინფექციური დაავადებები გავრცელდეს.

მერის თქმით, მარიუპოლში ოკუპანტების ქმედებების გამო 22 ათასი ადამიანი დაიღუპა, რასაც ქაოტური დაკრძალვა მოჰყვა. მისივე თქმით, ტყვეობაში რჩება 100 ათასზე მეტი მოსახლე, რომლებსაც ოკუპანტები ქალაქიდან არ ათავისუფლებენ.

“ამას ემატება კანალიზაციის პრობლემა – ის არ მუშაობს. შესაბამისი სამსახურები ვერ იღებენ ნაგავს, ასევე მოქმედებს ამინდიც, ზაფხულის ზღვარზე ვართ, ანუ ტემპერატურა მოიმატებს. ამიტომ, ჩვენი ექიმები გვაფრთხილებენ, რომ არსებობს საშიშროებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ზაფხულს – ინფექციური დაავადებების აფეთქება – დიზენტერია, ჭირი და სხვა. ამ დაავადებებს შეუძლია ათასობით მარიუპოლელის სიცოცხლე შეიწირონ”, – განაცხადა ბოიჩენკომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები