„ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ ორგნიზმს შესაძლოა წლობით გაჰყვეს. ამის შესახებ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კვლევა ამყარებს აზრს იმის შესახებ, რომ ინფორმაციულ რნმ-ზე (mRNA) დაფუძნებულ ვაქცინებს შესაძლოა მესამე, ბუსტერ დოზა არც დასჭირდეთ , თუ ვირუსი მკვეთრ მუტაციას არ განიცდის.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებს არ შეუსწავლიათ სხვა ვაქცინები, ისინი აღნიშნავენ, რომ მათგანი მიღებული იმუნური რეაქცია სავარაუდოდ არ იქნება ისეთი მყარი, როგორც mRNA ვაქცინების შემთხვევაში.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულები იყვნენ, შემდეგ კი ვაქცინაციაც ჩაიტარეს, შესაძლოა იმუნიტეტი წლობით ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვეთ. საინტერესო და ჯერჯერობით ამოუხსნელი მხოლოდ ის არის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება იმუნიტეტის არსებობა იმ პირებში, ვინც მხოლოდ აიცრა და კორონავირუსი არ გადაუტანია.