LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, ბიტკოინის ფასი $100 000 გახდეს

112
56

ბიტკოინის ღირებულებამ, შესაძლოა, $100 000-ს მიაღწიოს – ეს კი იმ შემთხვევაში, თუ ის ოქროს ბაზრის წილის დაკავებას გააგრძელებს. ასეთ პროგნოზს ბანკი Goldman Sachs აკეთებს. ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

Goldman-ის შეფასებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა $700 მილიარდზე ნაკლებია. ციფრულ აქტივს ე.წ. „ღირებულების მარაგის” ბაზრის 20% უკავია, რომელიც ბანკის ინფორმაციით, ოქროსა და ბიტკოინისგან შედგება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან ბიტკოინის ფასი 4700%-ზე მეტით არის გაზრდილი. რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, გასულ წელს, დაახლოებით, 60%-იანი ზრდის შემდეგ, ბიტკოინი ნიუ-იორკში, დაახლოებით, $46,000-ად ივაჭრებოდა. საბაზრო ღირებულებით ყველაზე დიდმა ციფრულმა აქტივმა 2021 წლის ნოემბერში რეკორდულ ღირებულებას, თითქმის $69,000-ს მიაღწია.

ბლუმბერგი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები