LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაძლოა, ბავშვებში ინფექცია პოსტკოვიდური იყოს“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე დაუდგენელი ტიპის მწვავე ჰეპატიტზე

328
ლ;უი

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება პოსტკოვიდი იყო.

„ღებინება, სისუსტე, სიყვითლე“ – რა სიმპტომები აქვს აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტს და ხდება თუ არა მედიკამენტებით მკურნალობა: პროფესორ ივანე ჩხაიძის განმარტება

“ჰეპატიტი ბავშვებში – ბოლო მონაცემები (17/05/2022)❗️
✅სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პოსტკოვიდი❗️ (იხილეთ სტატიები პოსტის ბოლოს)
✅პირველმა ამ ჰეპატიტის შესახებ განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის 5 აპრილს.
✅პირველად მე მოგახსენეთ ამ ჰეპატიტის შესახებ 2022 წლის 19 აპრილს, ნახეთ აქ: https://youtu.be/BciA3MwX5ic
✅ძირითადად ინფიცირდებიან 11 თვიდან 5 წლამდე ბავშვები.
✅500-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა 30-მდე ქვეყნიდან და დადასტურდა 11 გარდაცვალება.
✅სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების:
?90%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
?10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა ?.
✅ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს წარმატებით გადაუნერგეს ღვიძლი.
✅ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.
✅პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
?არავითარი პანიკა;
?დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
?მუქი შარდი;
?ნაცრისფერი განავალი;
?კანის ქავილი;
?კუნთების და სახსრების ტკივილი;
?მაღალი სიცხე;
?ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
?ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
?მადის დაკარგვა;
?ტკივილი მუცლის არეში.
✅გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.
✅ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია❗️გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და აიცერით პროტოკოლის მიხედვით❗️
✅რა ტიპის ტესტები არის საჭირო:
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გასცა რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ტესტებია საჭირო (ეს ექიმებისთვის ტექნიკური ნაწილია):
✅არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი❗️
✅დადასტურდა, რომ კოვიდვაქცინებთან არანაირი კავშირი არ აქვს, დაინფიცირებული ბავშვები არავაქცინირებულები იყვნენ.
✅ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

ამავე თემაზე:

“ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია, საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი” – დაფიქსირდა თუ არა აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა საქართველოში?

„დაახლოებით 450 შემთხვევიდან 11 ბავშვია გარდაცვლილი.. წინასწარი მონაცემები დრამატულად გამოიყურება“ – რას წერს ნანა გეგეჭკორი ბავშვებში გავრცელებულ ახალ დაავადებაზე?

“მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება” – რას წერს მაია ბუწაშვილი ბავშვებში ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები