ვანში მცხოვრები ქალის მიმართ გამოძიება დაიწყო. მას შვილის მიმართ ძალადობა ედავებიან.
როგორც ცნობილია, 112-ში გარეშე პირმა, არა ოჯახის წევრმა დარეკა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოკითხვები უკვე დაწყებულია, ასევე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის, ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.