LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია თუ არა, რომ განმეორებითი ვაქცინაციის შემთხვევაში სხვა ვაქცინით აიცრა – ივანე ჩხაიძის განმარტება

122
unnamed

მაშინ, როცა ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ დეფიციტია, შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანი სხვადასხვა წარმოების ვაქცინით აიცრას?

ამ თემაზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ისაუბრა.

“თუ განვიხილავთ უკიდურეს სცენარს, რომ ქვეყანაში არ შემოდის “ასტრაზენეკას” ვაქცინა, ამ ვარიანტსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს. განმეორებითი ვაქცინაციის შემთხვევაში სხვა ვაქცინით აცრით რეკომენდაცია ჯანმო-ს არ გაუცია, თუმცა გერმანია ამის ყველაზე ადრეული მაგალითია.

“ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით გავრცელებული ფაქტების (სისხლის შედედება) შემდეგ, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე ვაქცინა მის მოქალაქეებს ჩაუტარა არა “ასტრაზენეკათი”, არამედ სხვა ვაქცინით, რომელიც სულ სხვა მეთოდოლოგიაზე იყო დაფუძნებული. ძალიან ბევრი ადამიანი გერმანიაში მეორე დოზით აიცრა ფაიზერის ვაქცინით.

ასე, რომ ეს მიღებულია და სავსებით შესაძლებელია. ეს არის უკიდურესი სცენარი. ეს იქნება გამოსავალი და შესაძლებელია ამით ჩვენ გერმანიის მაგალითი  გავითვალისწინოთ და საქართველომაც იგივე გზა აირჩიოს, თუმცა ვფიქრობ ეს არ დაგვჭირდება, რადგანაც ასტრაზენეკას ვაქცინა როგორც ცნობილია უახლოეს დღეებში შემოვა “,-განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები