LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია თუ არა „ასტრაზენეკათი“ აცრილი ადამიანები მეორედ ჩინური ვაქცინით აიცრან – ზაზა წერეთელი მსოფლიოში მიმდინარე კვლევებზე

302
zaza wereTeli

მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილნი და ვაქინაცია ვერ შეძლეს, მათ შესაძლოა შესთავაზონ „სინოფარმით“, ან „სინოვაკით“ აცრა.

საქართველოში 1 ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება

მაშინ როცა ქვეყანაში  „ასტრაზენეკას“ დეფიციტია, შესაძლოა თუ არა ერთჯერადად „ასტრაზენეკათი“ უკვე აცრილი ადამიანები ჩინური ვაქცინით აიცრან და ზოგადად, რამდენადაა შესაძლებელი, რომ სხვადასხვა წარმოების ვაქცინით აიცრას ადამიანი:  კითხვით „ფორტუნამ“  ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველს ზაზა წერეთელს მიმართა.

მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, თუ დაგვთანხმდებიან: ამირან გამყრელიძე

„გაერთიანებულ სამეფოში ტარდება კვლევები, იმისთვის რომ დაადგინონ, შეიძლება თუ არა სხცადასხვა ვაქცინით აცრა. სამწუხაროდ ამ კვლევებში  ჩინური ვაქცინები არ მონაწილეობს. თუ პირველი დოზა გაკეთებულია „ასტრაზენეკათი“ და მეორე ვთქვათ „სინოვაკით“, როგორი შედეგი იქნება,  ამაზე საუბარი ამ მომენტისთვის შეუძლებელია. ამას კვლევა სჭირდება და ასეთი კვლევა არ ჩატარებულა.

შესაძლებელია თუ არა, რომ განმეორებითი ვაქცინაციის შემთხვევაში სხვა ვაქცინით აიცრა - ივანე ჩხაიძის განმარტება

"განმეორებითი ვაქცინაციის შემთხვევაში სხვა ვაქცინით აცრით რეკომენდაცია ჯანმო-ს არ გაუცია, თუმცა გერმანია ამის ყველაზე ადრეული მაგალითია"

გაერთიანებულ სამეფოში აინტერესებდათ, პირველი დოზა თუ არის გაკეთებული „ასტრაზენეკათი“ და მეორე „ფაიზერით“, როგორი შედეგი დადგებოდა. ამ  კვლევებმა ერთი რაც აჩვენა, არის ის, რომ როდესაც მეორე დოზას აკეთებ სხვა ვაქცინით, მაშინ გვერდითი მოვლენები ცოტა უფრო ძლიერად არის გამოვლენილი, ვიდრე ეს ჩვეულებროივი აცრის დროს.

ორი სხვადასხვა ვაქცინით რომ არის აცრა ჩატარებული, ორგანიზმის რეაქცია ცოტა უფრო მძიმეა. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ  იმუნიტეტი ცოტა უფრო ძლიერი შეიძლება იყოს, ვიდრე მაშინ, როდესაც მარტო „ასტრაზენეკათი“ იყო აცრილი ადამიანი, ან მარტო „ფაიზერით“. კვლევები გრძელდება და შედეგები ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისისთვის უნდა დაიდოს.

რაც შეეხება ჩინური ვაქცინის შერევას სხვა ვაქცინებთან ამაზე ვერაფერს ვიტყვით.

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

გაერთიანებულ ემირატებში და ბახრეინში, სადაც აცრილები იყვნენ ჩინური ვაქცინით,  თქვეს, რომ ეფექტიანობა ნაკლებიაო და გადაწყვიტეს, მესამე დოზა „ფაიზერით“ ჩაენაცვლებინათ. მაგრამ მათ ჯერ აცრა არ დაუწყიათ, ამიტომ თქმა იმის, როგორ იმუშავებს, ვაქცინების ასეთი კომბინაცია, ამ მომენტისთვის შეუძლებელია“. – განმარტა წერეთელმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების, ღია სივრცეში პირბადის ტარება აღარ იყოს სავალდებულო, კომენტირებისას ზაზა წერეთელმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, სარისკო ნაბიჯი იყოს.

„გასაგებია, დადგენილება მიიღეს იმიტომ, რომ დაცხა და მოსახლეობას ძალიან უჭირდა პირბადის ტარება. როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ წესს არ იცავდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ტურისტული სეზიონი იწყება, უამრავი ტურისტი შემოვა, მაგალითად რუსეთიდან, სადაც დელტა შტამი ძალიან მატულობს და ჩვენ ვაქცინების ნაკლებობა გვაქვს, ვფიქრობ, პირბადეების ტარების შეზღუდვის მოხსნა, ძალიან სარისკო ნაბიჯია.

თუმცა ისიც მესმის, რომ მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე იყო სიცხეში პირბადის ტარება. ვხვდები, რომ ბევრი არ იცავდა ამ წესს და მთავრობას ეს ნაბიჯი ამან გადაადგმევინა. ეპიდემიოლოგიურად ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია“. – განმარტა “ფორტუნასთან” საუბრისას ზაზა წერეთელმა.

შეზღუდვები, რომელიც არ მოიხსნა – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები