დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამირან გამყრელიძის განცხადებით „ომიკრონის“ შემთხვევები ქვეყანაში სწრაფად იზრდება.
„დიდი ალბათობით რაოდენობა დაემატება, იმიტომ რომ სადაც ეჭვი მიგვაქვს, რომ „ომიკრონია“, საკმაოდ ბევრი გროვდება.
6 შემთხვევიდან საშუალო ასაკი არის 33 წელი, 5 წლამდე იყო 8 ბავშვი. შესაძლებელია, რომ ერთ ინფიცირებულ პიროვნებას აღმოაჩნდეს ორივე შტამის ნაზავი, როგორც ომიკრონის დამახასიათებელი გენეტიკური სტრუქტურა, ის დელტას დამახასიათებელი გენეტიკური სტრუქტურა, მაგრამ ასეთი ნაზავი ჩვენთან ჯერ დაფიქსირებული არ არის. არავინ იცის ჯერ – იქნება უფრო რთული, თუ იქნება უფრო მსუბუქი“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში.
შეგახსენებთ, კვიპროსზე „დელტასა“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდული შტამი გამოვლინდა, რომელსაც „დელტაკრონი“ დაარქვეს.