LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შესაძლებელია დაზღვევის გარკვეული მექანიზმი” – ფინანსთა მინისტრი საწვავის ფასებზე

87
ლაშა 3(1)

რა გეგმა აქვს მოფიქრებული ფინანსთა სამინისტროს საწვავის შემდგომი გაძვირების შემთხვევაში – დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მიმდინარე მოსმენაზე, ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასის რყევის ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლებელია, დაზღვევის გარკვეული მექანიზმი შემუშავდეს.

2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს 4%-ით გადააჭარბა - ლაშა ხუციშვილი

„პანდემიის დასაწყისიდანვე, ჩვენ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მივმართეთ ბიზნესის მხარდასაჭერად"

„ეს არ იქნება ე.წ. საფეხურებრივი სისტემა აქციზის, ასეთი სისტემა პრაქტიკულადაც არ არსებობს მსოფლიოში, -შესაძლებელია დაზღვეული იყოს როგორც ზედა ჭერი, ასევე ქვედა ნაწილი ფასების, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამი და ოთხი საფეხური გაკეთდეს“. – თქვა ხუციშვილმა.

ამ თემაზე დღეს ეკონომიკის ახლადდანიშნულმა მინისტრმაც ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, აწვავის ფასთან დაკავშირებით დააკვირდებიან მოვლენებს და ადეკვატური რეაგირება ექნებათ, თუმცა რას გულისხმობდა, არ დაუკონკრეტებია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები