LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია 2020-ში უმრავლესობით მოვიდეთ, თუმცა არ არის აუცილებელი – ბიძინა ივანიშვილი

132
65715216-2357850807608184-4104468265013608448-o

რა თქმა უნდა, პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან თავის თავში უკვე გულისხმობს იმას, რომ ალბათობა იმისა, რომ ერთმა პარტიამ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“ გადალახოს 50% ბარიერი იქნება რთული, თუმცა ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან არა აუცილებელი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება” 2020 წელს უმრავლესობით ვერ მოვა, ისინი ითანამშრომლებენ ყველა პარტიასთან, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა.”

„მზაობა იგრძნობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. მათ აქვთ სურვილი ჩართულობის, მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს, მეტმა გაინაწილოს და გაიზიაროს, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შეიძლება უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს. თუ არა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ჩვენ ალბათ ყველასთან ვითანამშრომლებთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.