შერონ სთოუნს, რომელმაც გუშინ 60 წლის იუბილე აღნიშნა, ასაკი ვერაფერს აკლებს. „ძირითადი ინსტიქტის“ ვარსკვლავმა დაბადების დღე ორიგინალური ფოტოსესიით აღნიშნა, რომელიც მისთვის The New York Times-მა მოაწყო. ახალ ფოტოებზე მსახიობი ცნობილი ბრენდის საცვლებით პოზირებს და ერთი ერთში ირგებს საკუთარი გმირის იმიჯს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ეროტიკული თრილერიდან.