LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სთოუნი წითელ ხალიჩაზე დასთან ერთად გამოჩნდა (ფოტო)

13

შერონ სთოუნი ნეშვილში გამართული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა. 58 წლის მსახიობი ბრწყინავდა შავი ფერის საღამოს კაბაში, რომელიც ბისერებით იყო გაწყობილი. სთოუნს CMA Awards-ის ცერემონიაზე თან ახლდა და, კელი სთოუნი. ესაა ის იშვიათი შემთხვევა, როცა შერონ სთოუნი წითელ ხალიჩაზე ოჯახის წევრებთან ერთად ჩნდება. კელი გარეგნულად ძალიან ჰგავს თავის პოპულარულ დას და ისიც ფანტასტიკურად გამოიყურება.

რაც ეხება შერონ სთოუნს, ის ამჟამადახალ ფილმზე, A Little Something For Your Birthday მუშაობს. ფილმი ცნობილ დიზაინერზე გვიყვება, რომლის ცხოვრება დაბადების დღეს რადიკალურად იცვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები