LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სთოუნი 60 წლის იუბილეს სექსუალური ფოტოსესიით ხვდება (ფოტო)

51

10 მარტს შერონ სთოუნს 60 წელი შეუსრულდა, თუმცა, ეს მსახიობის ყოფით ცხოვრებაზე არ აისახება. „ძირითადი ინსტიქტის“ ვარსკვლავი ფანტასტიკურ ფორმაშია, აქტიურად აგრძელებს კინოგადაღებებს და მას უკვე ახალი რჩეულიც ჰყავს, რომელიც მასზე საგრძნობლად პატარაა. ამჯერად კი კინოვარსკვლავმა მორიგი სექსუალური ფოტოსესიით გაგვაოცა. ის გამოცემა ODDA magazine-ის გარეკანზე მოხვდა და საიუბილეო ნომრისთვის გულახდილადაც იპოზიორა.

ახალი ფოტოები კამერონ პოსტფორუშმა გადაიღო და ფოტოსესიისთვის სახლის ლოკაცია შეარჩია. Versace-ს ტყავის ქურთუკში, შორტებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი სთოუნი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც წლების წინ „ძირითადი ინსტიქტის“ გადაღებებზე.

სთოუნს ახალ ფოტოსესიაში სხვადასხვა ამპლუაში ვიხილავთ. მათ შორის მაღალყელიან ბეწვის ჩექმასა და თეთრ კოქტეილის კაბაში.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები