LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერმადინი წლის საუკეთესო კალათბურთელია

97

გიორგი შერმადინი “ანდორას” სეზონის ყველაზე საიმედო კალათბურთელი გახდა, რაც საუკეთესო მოთამაშეობას უდრის.

საკალათბურთო კლუბ “ანდორას” დაწესებული აქვს აღნიშნული პრიზი გუნდის საუკეთესო მოთამაშისთვის, თუმცა ოფიციალურად მას “საიმედო მოთამაშის” პრიზი ეწოდება.

შერმადინი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. შედეგიანობით, ჩვენებური ესპანეთის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გახლდათ და როცა კლუბ “ანდორას” გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარეს, უმეტესობამ მხარი ქართველ ლეგიონერს დაუჭირა.

შერმადინი გასულ რეგულარულ ჩემპიონატში “ანდორას” საუკეთესო ბომბარდირი გახდა 327 ქულით.

შერმადინს პრიზი კლუბის მთავარი სპონსორის, “მორაბანკის” მარკეტინგის სამსახურის დირექტორმა მირეირა მაესტრემ გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები