LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერის მდიდრული დუპლექსი 7 მილიონ დოლარად იყიდება (ფოტო)

Cher_duplex2

მდიდრული დუპლექსი ლოს-ანჯელესში, რომელშიც ადრე შერი ცხოვრობდა, 7 მილიონ დოლარად იყიდება. საინტერესოა, რომ დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე ორსართულიანი ბინა ლეგენდარულმა შემსრულებელმა 2006 წელს შეიძინა, 2013-ში კი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი Sierra Towers-ის კომპლექსში შედის, სადაც ისეთი ვარსკვლავებიც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, როგორებიც: ელტონ ჯონი, ემა უოტსონი და სანდრა ბალოკი არიან.

2,302 კვადრატული ფუტის ბინას  უზარმაზარი ღია მისაღები, ვერანდა, საძინებელი, მაროკოს სტილის სამზარეულო და მარმარილოს აბაზანა აქვს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახლი სავსეა ეგზოტიკური და ანტიკვარული ნივთებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები