LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერიგება ძალიან კარგია, მაგრამ მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და ასეთი მოლოდინი არ მაქვს: ხათუნა სამნიძე სააკაშვილის ინიციატივაზე

108
ხათუნა სამნიძე

„შერიგება და გადასვლა, ნორმალურ, ერთმანეთთან თანამშრომლობით განწყობილ პროცესებზე ძალიან კარგია, მაგრამ მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და ასეთი მოლოდინი არ მაქვს“,  – ასე ეხმიანება „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომელმაც მმართველ პარტიას ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბრძოლის გამძაფრება და ქართული ოცნების დამარცხება დააანონსა.

მისი თქმით, შერიგება და ნორმალურ რეჟიმში გადასვლა ნიშნავს, რომ უკვე არსებული შეთანხმებები ან უკვე დადებული პირობები მაინც უნდა შესრულდეს. ერთ-ერთ ასეთ შეთანხმებად ხათუნა სამნიძე საკონსტიტუციო ცვლილებებს ასახელებს. მისივე განმარტებით, შეთანხმება მაგიდაზე დევს და შემდეგი ნაბიჯი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას, რითიც პირველ რიგში დაადასტურებს მზაობას დიალოგისთვის და არა შერიგებისთვის.

შერიგება და გადასვლა, ნორმალურ, ერთმანეთთან თანამშრომლობით განწყობილ პროცესებზე ძალიან კარგია, მაგრამ მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და ვფიქრობ, რომ ამ ატმოსფეროში, როგორშიც ახლა ვართ, იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის ამ ხელისუფლებისგან, იმ ტიპის პოლიტიკური ძალის პირობებში, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია და რომლისთვისაც საერთოდ კომპრომისი, დათმობა, დიალოგზე წასვლა, პირობის შესრულება, სიტყვის ფასი უცხოა, გამიჭირდება ვთქვა, რომ შედგება ეს შეთანმხება და გადავალთ ნორმალურ, საქმიან ვითარებაში. ასეთი მოლოდინი არ მაქვს.

არაერთხელ გაჟღერებულა და სხვა პოლიტიკოსებისგანაც მომისმენია, რომ შერიგება არის აუცილებელი. სხვა პოლიტიკოსებისგანაც მომისმენია მაგრამ სამწუხაროდ, არ მგონია რომ ამ ეტაპზე იყოს პოლიტიკური პროცესი.

შერიგება და ნორმალურ რეჟიმში გადასვლა ნიშნავს, რომ უკვე არსებული შეთანხმებები ან უკვე დადებული პირობები მაინც უნდა შესრულდეს. ერთ-ერთი ასეთი საკითხია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც შეთანხმებულია მთელი ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება. ჩვენ შევთანხმდით, როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო ჩანაწერი, როგორი უნდა იყოს ბარიერი, როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა, რომ მომავალში არ მივიღოთ იგივე ორპოლუსიანობა, დაპირისპირება და იგივე პოლარიზებული გარემო.

შეთანხმება მაგიდაზე დევს, შემდეგი ნაბიჯი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას და ამით დაადასტუროს მზაობა პირველ რიგში დიალოგისთვის და არა შერიგებისთვის. 

შერიგებამდე ის მაინც უნდა შევძლოთ საზოგადოებამ დაინახოს, რომ შეგვიძლია პირობის დაცვა, სიტყვის დაცვა და დიალოგი და ამის შემდეგ კონკრეტული შედეგის მიღწევა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები