LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შერატონის” გახსნა ისევ გადაიდო

692

„შერატონ მეტეხი პალასის“ გახსნის თარიღი ისევ შეიცვალა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის გახსნაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა, 2019 წლის 1 მარტს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია სასტუმროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

არსებული ინფორმაციით, რეკონსტრუქციის შემდეგ, სასტუმროში სრულიად განახლებული ინტერიერი და ექსტერიერი, ახალი რესტორნები და ტერასა ბარი, განახლებული და გადიდებული აუზი და სავარჯიშო დარბაზი იქნება. აქვე განთავსდება ყველაზე დიდი წვეულებათა დარბაზი. ამასთან, რენოვაციის შემდეგ, სასტუმროში 220 ფეშენებელური საკლუბო და ლუქსისტიპის ნომერი მოეწყობა.

შეგახსენებთ, სასტუმრო რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა, გახსნის თარიღი კი რამდენჯერმე შეიცვალა (გახსნის თარიღად ჯერ 2016 წელი, შემდეგ კი, 2017 წელი დასახელდა). პროექტის ღირებულება 45 -დან 51 მილიონ დოლარამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები