LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შერატონი” დასაქმების ფორუმს მართავს – ვაკანსიები 250 პოზიციაზე ცხადდება

q

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” დასაქმების ფორუმს აწყობს, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართება.

საქართველოში პირველი საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 2019 წლის მარტში განახლებული სახით გაიხსნება. სასტუმრო სტუმრებს თანამედროვე დიზაინის 220 ოთახს, 2000 კვადრატულ მეტრ მრავალფუნქციური შეხვედრების სივრცეებს, ბარებს, რესტორნებს, სპასა და ფიტნესცენტრს სტუმრებს.

აღსანიშნავია, რომ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 150 სხვადასხვა პოზიციაზე 250 –მდე პროფესიონალის დასაქმებას გეგმავსდასაქმების ფორუმზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დეტალური ინფორმაცია მიიღოთ არსებული ვაკანსიების შესახებ, გაიცნოთ სასტუმროს წარმომადგენლები და დაუსვათ შეკითხვები პროფესიონალებს, რათა უკეთ შეარჩიოთ თქვენთვის შესაბამისი და საინტერესო სამუშაო ადგილი”, – აცხადებენ სასტუმროს მენეჯმენტში.

ცნობისთვის, დასაქმების ფორუმი 9 დეკემბერს – 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩატარდება. მისამართი: თბილისის საკრებულო: თავისუფლების #2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები