“შექმნეს იმიჯი, რომ გიჟი ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი”,-ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივში თქვა.
სააკაშვილმა, რომელიც ხშირად სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს საზოგადოებას, ამჯერად ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ახლა შეიძლება გიჟი სჭირდებოდეს ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას“.
„თქვენ შეგიქმნეს იმიჯი, რომ მე გიჟი ვიყავი. არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი. კი, ახალგაზრდა ვიყავი, უფრო ფიცხი ვიყავი შეიძლება და შევიცვალე ბევრ რაღაცაში, მაგრამ ის, რომ ახლა დაღვინდა, კი, დავღვინდი უფრო მეტად, მაგრამ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ბევრი გამოცდილება მივიღე ჩვენი შეცდომებით და ბევრი გავიაზრე, მაგრამ საქართველო ძალიან მძიმე დღეშია. ახლა შეიძლება გიჟი სჭირდებოდეს ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას და არა უბრალოდ, მომჯდარი, სოლიდური, რისკებს რომ არ იღებს ისეთი ადამიანი. ამიტომ, ვთქვი, რომ არ მინდა არაფერი პრემიერ-მინისტრობა, გავუშვათ წინ ახალგაზრდები“, – განაცხადა სააკაშვილმა.