LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენობაში თამბაქოს მოხმარებას სპეციალური პირი გააკონტროლებს

95

ქედის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებში თამბაქოს რეგულაციის კონტროლი პასუხისმგებელ პირს უნდა დაევალოს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

პასუხისმგებელ პირს, რომელსაც ფაქტის დაფიქსირება და შსს-თვის ცნობა ევალება, მუნიციპალიტეტის მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე შეარჩევს.

1 მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში.

მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა. კანონის აღსრულებას საქართველოს მასშტაბით 2 000 პოლიციელი აკონტროლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები