LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენი უფლება 18 წლამდე: უფასო იურიდიული დახმარება მალე თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს

120
87369225-2560732637499678-7628330648951848960-n

„სკოლებში მოსწავლეებთან გაიმართება შეხვედრები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც ეხება არასწრულწლოვნებს, მართლმსაჯულებას, ბულინგს, ოჯახში ძალადობასა და სხვა საინტერესო საკითხებს“ – განაცხადა „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღეისათვის სხვადასხვა რეგიონის 13 ქალაქში ბიურო და 9 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს. წელს დამატებით 32 რეგიონში საკონსულტაციო ცენტრები გაიხსნება, სადაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობა, რათა მათ კვალიფიციური ადვოკატებისგან სამართლებრივი დახმარება მიიღონ.

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეს უფასო სერვისი გააჩნდეს. ხვალ ჭიათურაში გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრი. ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველა ოფისი იყოს ადაპტირებული არასრულწლოვნისთვის“.

რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, რადგან მომსახურება ყველასთვის უფასოა. გასულ წელს 32 ათასმა მოქალაქემ მიმართა. სამსახური 2005 წლიდან არსებობს, მოქმედებს ცხელი ხაზი. ასევე ნებისმიერს შეუძლია ფეისბუქზე დაუკავშირდეს და უფასო დახმარება მიიღოს.