მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვის შესაძლოა, ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა, 42 ხმით, ახალი რეგულაციების პროექტს დაუჭირა მხარი დაუჭირა.
პროექტის მიხედვით, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის ვიზა არ სჭირდებათ, მოუწევთ ელექტრონული აპლიკაციის შევსება. აპლიკაციაში გამგზავრების მსურველი შეიყვანს პირად მონაცემებს, სამოგზაურო საბუთის მონაცემებს, საცხოვრებელ მისამართს, საკონტაქტო და სხვა სახის ინფორმაციას.
ავტორიზაციის მიღება ფასიანი იქნება. ღირებულება 10 ევროს შეადგენს და 3 წლის იმოქმედებს. მონაცემების დამუშავება 72 საათის განმავლობაში მოხდება.
რეგულაციები საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში 2020 წლიდან ამოქმედდება.