LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენგენის ზონაში უცხოელების კონტროლის ახალი სისტემა საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას არ შეუქმნის

138

“არ მინდა, საზოგადოებაში შეიქმნას წარმოდგენა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ერთი წუთით მაინც შეექმნება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა”– ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განუცხადა, რომელიც ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ვიქტორ დოლიძის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც შენგენის ზონაში უცხოელების კონტროლის ახალი სისტემის დანერგვას გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების ზომების დაცულობას უზრუნველყოფს და საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას არ შეუქმნის.

“ეს არის ე.წ. ავტორიზაციისა და ინფორმაციის შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში მოძრაობასთან დაკავშირებით რაღაც უსაფრთხოების ზომები იყოს მაქსიმალურად დაცული. თუკი ამგვარი რამე დაიწყება და ეს არის წინასწარი მონაცემების შევსება, ეს იქნება 2020 წლიდან და მანამდე არა. ეს არის აპრობირებული მეთოდი, მაგალითად, აშშ-ში როცა ჩადიან, მათ შორის, ევროპელები, რომელთაც ვიზა არ სჭირდებათ, მაშინაც ხდება ამგვარი დოკუმენტების შევსება და არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

ევროპარლამენტის ახალი დირექტივის მიხედვით, მესამე ქვეყნის მოქალაქეების შენგენის ზონის საზღვრებზე შესვლა და გასვლა ავტომატური რეგისტრაციის სისტემით მოხდება. ამავე ქვეყნის მოქალაქეები შენგენის ზონაში შესვლაზე უარს ასევე, ავტომატური სისტემით მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები