LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენების მოძრაობა“ ჯეჯელავას წინასაარჩევნოდ დირექტორების დაშინებაში ადანაშაულებს

81

„შენების მოძრაობა“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, წინასაარჩევნოდ სკოლის დირექტორების დაშინებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ალუდა გოგლიჩიძემ, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჯეჯელავას განცხადება, რომლის მიხედვითაც, საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო მზადაა, თანამდებობიდან ნებისმიერის დირექტორი გაათავისუფლოს, სხვა არაფერია, თუ არა აგრესიული და დაშინების პოლიტიკა.

„სკოლის არცერთ დირექტორს თვალით არ უნახავს განათლების მინისტრის მიერ შემუშავებული სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტის დოკუმენტი. სკოლებში არ არსებობს მონიტორინგის ერთიანი გამჭვირვალე სისტემა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – მინისტრს ასეთი მიდგომით მართვის ავტორიტარული სტილის დამკვიდრების სურვილი ხომ არ აქვს?“ – აღნიშნა გოგლიჩიძემ.

„შენების მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრს, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს, მიმართავს და მოუწოდებს, მიიღოს შესაბამისი ზომები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები