გუშინდელი “შენ შეგიძლია ცეკვის” ეთერი განსაკუთრებული გამოდგა ერთ-ერთი კონკურსანტისთვის. ლოლიტა ცინცაძე ჟიურის წევრმა, დუტა სხირტლაძემ ცალკე გამოიხმო სცენაზე. დაბნეული გოგონა თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მოულოდნელად დუტამ “ჩიტი გვრიტი მოფრინავდა” წამოიწყო და მას “ქართული ხმების” კვარტეტი შეუერთდა პარტერიდან. შემდეგ კი სცენაზე ლოლიტას რჩეული გამოჩნდა, დიდი ვარდის თაიგულითა და ბეჭდით, მოცეკვავის წინ დაიჩოქა და მას ხელი სთხოვა. ლოლიტა დათანხმდა… მისმა ახლა უკვე საქმრომ დასძინა, რომ ლოლიტა “სიცოცხლეზე მეტად უყვარს”. წამყვანებმა ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი უწოდეს.