ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებლის, ბილ გეითსის ქალიშვილი, 25 წლის ჯენიფერ გეითსი დაქორწინდა, მისი რჩეული ნაიელ ნასარია. ჩვენ გრანდიოზული ქორწილიდან არაერთი შთამბეჭდავი ფოტო ვიხილეთ.
სულ ცოტა ხნის წინ, ჯენიფერმა თავისის ჯადოსნური ქორწილიდან ახალი ფოტოები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი 66 წლის გახდა. მოსიყვარულე ქალიშვილმაც გადაწყვიტა მამისთვის იუბილე გამორჩეულად მიელოცა.
„დაბადების დღეს გილოცავ, მადლიერი ვარ, რომ შენს მაგალითზე ვისწავლე, შენ მე კაცობრიობის დახმარების სიყვარული მასწავლე“,- წერს ჯენიფერი.