პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, წყნეთში მოკლული 30 წლის ზურაბ გველესიანის სიკვდილი, დღევანდელი დრაკონული ნარკოპოლიტიკითაა განპირობებული.
„ზურაბ გველესიანის სიკვდილი დღევანდელი დრაკონული ნარკოპოლიტიკითაა განპირობებული. სისტემის ხელში პოლიციის აპარატიც მოძალადეა და არ ასრულებს საკუთარ პირდაპირ მოვალეობას – მოქალაქეთა დაცვას.“ – ამბობენ „გირჩის“ წევრები.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე, 18 აპრილს მოხდა. ბრალდებული პოლიციელია, რომელიც უკვე დააკავეს, ხოლო გარდაცვლილი 30 წლის ზურაბ გველესიანი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პოლიციელმა დაკავებულის შებოჭვა სცადა და იარაღი გაუვარდა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, საქმე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ეხებოდა.