ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ორთვიანი გეგმა სწორი გამოსავალია. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში განაცხადა.~
მისი თქმით, რეგულაციების შესრულებაზეა დამოკიდებული როგორი იქნება შემდგომი პერიოდი. მისი პროგნოზით 2 კვირაში კლებას ელოდება.
„გეგმა ორ თვეზე არის გაწერილი, რადგან მანამდე შევძლოთ ხანძრის ჩაქრობა. დღეს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ცეცხლი უკიდია ჩვენს ქვეყანას, რადგან შემთხვევათა ზრდის ასეთი ტემპი მეტყველებს იმაზე, რომ ერთი თვის წინ, ორი კვირის წინ რეალურად ვერ ვიცავდით რეგულაციებს“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.