LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევა ლენტეხში: მელე-თბილისის მიკროავტობუსის ნაცემი მძღოლი გარდაიცვალა

310
3

ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებული გვიან ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სვანეთის სათემო რადიოს ცნობით, შემთხვევა 5 ივნისს მოხდა.

მიკროავტობუსის მძღოლს, სავარაუდოდ, რამდენიმე ადგილობრივი დაესხა თავს. გავრცელებული ცნობითვე, ნაცემი მამაკაცი ადგილზე უგონო მდგომარეობაში დატოვეს.

“ფორტუნა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები