LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევა ხორავას ქუჩაზე – ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებას აჭიანურებს

99

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი განახლდა.  სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მიზანია, დაცვის მხარემ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ვერ ჩაატაროს და საქმეში უცხოელი ექსპერტები ვერ ჩართოს. საუბარია ტრასოლოგიურ ექსპერტიზაზე.

სახელმწიფო ბრალდება ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

დღეს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი და კიდევ ერთი პირდაპირი მოწმე იკითხებიან.

დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს ახალი ნივთმტკიცებების დასაშვებობის შუამდგომლობითაც მიმართავს. არასრუწლოვნების საქმის განსახილველად საქალაქო სასამართლოს 6 თვის ვადა აქვს.

საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრალდებულთა ოჯახებს შეკითხვები აქვთ. კეთდება განცხადებები, რომ ხორავას ქუჩის სისხლიან გარჩევაში სხვა დამნაშავეებიც იკვეთებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები