კრიტიკულად მძიმეა ასაკოვანი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ზუგდიდში მატარებელი დაეჯახა. 82 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა.
„112 ის მიერ, სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ასაკოვანი ქალბატონი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით, წვივის ზედა მესამედის დონეზე, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და სასიცოცხლო ჩვენებით გადადის საოპერაციო ბლოკში. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“.- აცხადებს სულხან ოჟონია.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ზუგდიდში ქალს მატარებელი დაეჯახა