LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოწმებული 44 სათამაშოდან 21 ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის – უჩა ნანუაშვილი

75

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, განცხადებით, დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით.

ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციის „უსაფრთხო სათამაშო: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“ გახსნამდე განუცხადა.

ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფოს რეგულაციების შემუშავებამდე მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული არ არის.

კამპანია ორი მიმართულებით მუშაობს: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და მეორეარანაირი რეგულაცია არ არსებობს ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას, რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სახელმწიფომ დროულად განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები, რომ ასეთი რეგულაციები არსებობდეს. სახელმწიფოს ვადა 2019 წლამდე აქვს. 2019 წელს უნდა იყოს მზად ყველანაირი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაა. იმედი მაქვს, დირექტივას მომზადებული შევხვდებით,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე სახელმწიფოს მხრიდან დადებითი რეაგირება მოხდა, თუმცა დღემდე ბევრი რამ არ არის გაკეთებული, ის მინიმალური პირობები, რაც უნდა შესრულდეს.

თავის მხრივ, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა, რომ მათი ორგანიზაციის მიერ შემოწმებული 44 სათამაშოდან 21 ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები