LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოწმებული 1701 კვების ობიექტიდან 112-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

91

2018 წლის პირველ ხუთ თვეში, შემოწმებული 1 701 კვების ობიექტიდან 384 დაჯარიმდა, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი კვების 112 ობიექტს შეუჩერდა. ინფორმაციას “პირველი არხი” სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

112 ობიექტში, სადაც საწარმოო პროცესი შეჩერდა, წარმოება კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე განახლდა.

2016 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 3 108 საზოგადოებრივი კვების ობიექტი, აქედან 185 დაჯარიმდა.  2017 წელს კი, 1 410 საზოგადოებრივი კვების ობიექტი შემოწმდა და დაჯარიმდა 685 ობიექტი.

გამოვლენილ დარღვევებზე ობიექტები 200-დან 1 200 ლარამდე ჯარიმდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები