ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან, ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 4-6 დეკემბრის მონაცემებით, 1 986 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 1900 მათგანს ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა წესების დაცვასთან დაკავშირებით, 3 ობიექტი დაჯარიმდა.
„ასევე უკვე შემოწმებული ობიექტების რემონიტორინგი განხორციელდა, თუ რამდენად ჰქონდათ მათ შეზღუდული ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც მთავრობის დადგენილებით, დროებით შეჩერებულია. გადამოწმდა 3 036 ობიექტი და დადასტურდა, რომ მათ ნამდვილად შეაჩერეს ეკონომიკური საქმიანობა“, – აღნიშნა ფერაძემ.
აღსანიშნავია, რომ 322-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შემდეგ, ჯამში 24 518 ობიექტი შემოწმდა და მათგან 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა.