LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოწმება დღეიდან დაიწყო: ბაგა-ბაღები პატარებს 1 ოქტომბრიდან მიიღებენ

271
BeFunky-collage - 2020-09-15T142438.273

დედაქალაქში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები საგანმანათლებლო პროცესს 1 ოქტომბერს განაახლებენ და ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება. სახელმწიფო და კერძო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციამ უკვე მიიღო რეგულაციების ჩამონათვალი, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა.

სააღმზრდელო დაწესებულებებში შემოწმება დღეიდან იწყება და კონტროლს, როგორც ბაგა ბაღების მართვის სააგენტო, ასევე შრომის ინსპექცია გაუწევს. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ისაუბრა.

“დაახლოებით 10 დღეა რაც ჯანდაცვის სამინისტროში დამტკიოცდა რეგულაციები, რაც ეხება სკოლამდელ საარმზრდელო დაწესებულებებს. ვიგეგმებით, რომ 1 ოქტომბერს დავიწყოთ სააღმზრდელო პროცესი. ყველა ზომა მიღებულია. შრომის ინსპექცია დღეიდან დაიწყებს ბაღების კონტროლს. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე მოხდება ბაღების მომზადება, შესაბამისი ინვენტარით და სხვა საჭირო პროცედურებით, რომ ჩვენი პატარები იყვნენ უსაფრთხოდ. დღეიდან დაიწყო კონტროლი და დაწესებულებების შემოწმება ბაღების ადმინისტრაციის, ბაგა-ბაღების სააგენტოს და შრომის ინსპექციის მიერ”, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ასევე, დღეს განახლდა ბაგა-ბაღებში კვების პროდუქტების დარიგებაც. როგორც გვენცელაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, ყველა აღსაზრდელი მიიღებს კუთვნილ საკვებს.