„თბილისი ცენტრალის” დირექტორი, ლევან ყარალაშვილი „მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებს, რომ შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა.
მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობამ ელექტრონულ ფოსტაზე გამაფრთხილებელი შეტყობინება დაახლოებით 18:00 საათზე მიიღო.
„შეტყობინება შემოვიდა დღის 6 საათზე, ელექტრონული ფოსტით, რომ შენობაში შეიძლება იყოს განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება. ჩვენ გვაქვს გაწერილი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მოხდა ყველა ობიექტის ინფორმირება. შენობის ევაკუაცია და დღეს დღეობით შენობა არის დაკეტილი. რა თქმა უნდა შესაბამისი შეტყობინება გავაგზავნეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ველოდებით რეაგირებას”, – აცხადებს ლევან ყარალაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ, „ისთ ფოინთის” საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია.