LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ომანის სასულთნოს დელეგაციას უმასპინძლა

112
ომანი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ ომანის სასულთნოს დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ომანის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსი საუდ ალშუკაილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, ასევე, ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებასა და კადრების პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში ომანის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და გადამხდელთა მომსახურების, კანონშესაბამისობის მართვის, საგადასახადო შემოწმების, დავების წარმოების, დღგ-ის დაბრუნებისა და საგადასახადო დავალიანების მართვის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები მოისმინეს.

ომანის სასულთნოს დელეგაციის წევრებმა, ასევე, დაათვალიერეს თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა და საქონლის იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ გაფორმების გამარტივებულ პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები