LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახური ზურაბ ჯაფარიძეს ცილისმწამებლური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

78

შემოსავლების სამსახური ”ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” თავმჯდომარეს ზურაბ ჯაფარიძეს ცილისმწამებლური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.
”შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებს ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით. შესაბამისად, კანონის მოთხოვნა დაუშვებელია შეფასებულ იქნას როგორც „ველური საქციელი“ როგორც ამას მედიის საშუალებით გავრცელებულ ინტერვიუში კანონმდებელი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს. ინტერვიუ შეიცავს რამდენიმე ცილისმწამებლურ და ამავე დროს, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ბრალდებას შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიმართ, რაც თავის მხრივ, მიმართულია აღნიშნული სამსახურის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციისა და ამ გზით, საქართველოს ეკონომიკის და საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს დასუსტებისკენ” – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს, ზურაბ ჯაფარიძემ წარმოადგინოს მის მიერ გამოთქმული ბრალდების მტკიცებულება, ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები