LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემომაქვს ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში” – ირაკლი ალასანია

529
ირაკლი ალასანია (1)

“შემომაქვს ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში” – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში განაცხადა.

ყოფილი სახელმწიფო მოხელე უძრავი ქონების ბიზნესში არის ჩართული. ირაკლი ალასანიას განცხადებით, უცხოური ინვესტიციების განხორციელების პროცესში დახმარებით, ის ქვეყნის ეკონომიკაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

9 თვის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 101%-ით $1.67 მილიარდამდე გაიზარდა

10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5 პროცენტს შეადგენს.

“შემომაქვს ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში.

მგონია, რომ დღეს ასე უფრო მეტს ვმატებ ქვეყანას.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემომაქვს ქვეყანაში და ამით ვეხმარები დღეს ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა და კიდევ დასაქმდება. ამით ვარ დღეს დაკავებული”, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები