LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდიან თუ არა საქართველოში გაყალბებული კოვიდ-ვაქცინის საბუთებით ტურისტები – ნათია თურნავას განმარტება

106
ნათია-თურნავა

შემოდიან თუ არა საქართველოში გაყალბებული კოვიდ-ვაქცინის საბუთებით ტურისტები, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ შეიძლება ცალკეული მსგავსი შემთხვევები არსებობს, თუმცა არა მასობრივად.

“მესამე დღეს აქვთ ვალდებულება, ხელახლა ჩაიტარონ ტესტირება და აქედან გამდინარე, ჩვენ ამ მიმართულებითაც ვამკაცრებთ კონტროლს.”

თურნავას განმარტებით ტურიზმის გეოგრაფია მორგებულია ზოგადად კოვიდვითარებაზე. როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, გვყავდა ბევრი სტუმარი ისრაელიდან, მასობრივად ვაქცინირებული ქვეყნიდან.

“ისრაელიდან ახლა აღარ შემოდიან, მაგრამ ჩაენაცვლა, ძირითად, საუდის არაბეთი, სპარსეთის ყურეს ქვეყნები, სადაც, ასევე, ვაქცინაციის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი.” – აცხადებს თურნავა

“ტურისტები მოდიან ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი. თუმცა, რისკები რა თქმა უნდა, არსებობს.”

სწორედ ამიტომაც არის ვალდებულება მათთვის, რომ მესამე დღესაც ტესტირება გაიკეთონ და ჩვენ ამ თვალსაზრისით ვამკაცრებთ კონტროლს. ანუ, ტესტირებულები უნდა იყვნენ არა მარტო შემოსვლისას, არამედ შემდეგ სამი დღის თავზე უნდა გაიარონ ტესტირება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.