მოღრუბლული ცა, წვიმა და სიცივე – უამრავი ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს ნეგატიურად. განსაკუთრებით ემოციურებს კი, უფუჭდებათ განწყობა, კარგავენ ყველაფრის ხალისს, მოთენთილები და მუდმივად დაღლილები არიან. ადამიანის ამგვარ ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას მეცნიერებმა1980-იან წლებში მიაქციეს ყურადღება, “სეზონური აფექტური აშლილობა” უწოდეს და მთავარი მიზეზიც აღმოაჩინეს.
მედიკოსების აზრით “სეზონურ აფექტურ აშლილობას” პირველ რიგში დღის სინათლის ნაკლებობა იწვევს, რაც ამცირებს მელატონინის დონეს სისხლში, ეს კი თავის მხრივ დღე-ღამის ნორმალური რიტმის დარღვევის, ადამიანის არასტაბილური ემოციონალურ მდგომარეობის, დეპრესიის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მიზეზი ხდება.
თუმცა, გამოსავალი მაინც არის! ამსტერდამელმა მეცნიერებმა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარეს: 89 მოხალისე 2 ჯგუფში გადაანაწილეს და აღმოაჩინეს, რომ მათ ვინც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა დღის სინათლეზე განწყობა აშკარად გაუმჯობესდა, მათ კი, ვინც წითელი ლამფით განათებულ სპეციალურ ოთახში გაატარა რამდენიმე საათი, პირიქით გაუფუჭდა.
ასე რომ, ვისაც შემოდგომის დეპრესიისგან განთავისუფლება უნდა, სასაწრაფოდ უნდა დატოვოს შენობის ოთახი კედელი და გავიდეს ქუჩაში. “ყველაზე ეფექტური დილის გასეირნებაა. საკმარისია რამდენიმე საათით გაისეირნოთ და მელატონინის დონის დარეგულირდებასთან ერთად თქვენი განწყობაც საგრძნობლად გაუმჯობესდება”, – ამტკიცებენ მედიკოსები.