LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომაზე არჩევნების თემა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სკრუპულოზური დაკვირვების ქვეშ იქნება: ვახტანგ ძაბირაძე მიშელის ვიზიტზე

88
ვახტანგ ძაბირაძე

„ევროკავშირი და მიშელი ხელისუფლების მიმართ, ალბათ საკმაოდ კრიტიკული და მომთხოვნი იქნება, თუმცა, როგორ აისახება მოსალოდნელ შედეგზე, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს პოზიცია თავისთავად ნიშნავს, რომ შემოდგომაზე არჩევნების თემა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სკრუპულოზური დაკვირვების ქვეშ იქნება,“ – ასე აფასებს „ფორტუნასთან“ საუბრისას პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ძაბირაძე ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტსა და მომავალში, შესაძლო მოსალოდნელ შედეგებს.

მისი მოსაზრებით, ძალიან საინტერესოა ამ შეხვედრის შემდეგ, ცვლილებები სად და როგორ უნდა მივიღოთ, რადგან ახალი დოკუმენტის გაფორმებას, კონსტიტუციონალისტი, როგორც ამას თავად გვეუბნება, ნამდვილად არ ელოდება.

„დოკუმენტის პუნქტების შეუსრულებლობაზე მხოლოდ ოპოზიცია რომ აპელირებდეს, გარკვეული მოლოდინის შექმნა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ასე არაა – ამ საკითხზე საუბრობენ აშშ-ს ელჩი, ევროკავშირის ელჩი..

აქ საუბარია იმაზე, რომ ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, შეთანხმების დოკუმენტს თავისებურად კითხულობს და მეორე მხარეს არიან ელჩები და ფასილიტატორები. ამდენად, არ მგონია აქ ბევრი რამ იყოს გასარკვევი, ვფიქრობ, მიშელის მხრიდან, ალბათ ძალიან ხისტი საუბარი იქნება,“ – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

დასმულ კითხვაზე – რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ევროსაბჭოს პრეზიდენტის კრიტიკული შეფასების გაზიარების შემდეგ, პოლიტოლოგმა გვითხრა, რომ ცვლილებების ალბათობის შესაძლებლობა ამ ეტაპზე და ამ ხელისუფლების პირობებში, არ არსებობს.

„მოსამართლეების გადანიშვნა ალბათ არ მოხდება, თუმცა, ძალიან კარგი ნაბიჯი დაგვხვდება იგივე სასამართლოსთან მიმართებაში, რადგან თუკი რომელიმე ხელისუფალმა ოდესმე დამოუკიდებელი სასამართლო მოინდომა, ეს მომენტი შესაძლოა ჩვენს პარტნიორებთან გამოვიყენოთ, რომ – აი, დიახ, ეს ხალხი სახლში უნდა გავუშვათ და სისტემა თავიდან ავაწყოთ, ეს მომავლისთვის დადებითი ნაწილია.

ამ ეტაპზე კი, ეს არ და ვერ მოხერხდება, ვინაიდან „ქართული ოცნება“ ამას არ დაუშვებს. არ მგონია, სანქციებზე ისაუბრონ, შეიძლება რაღაც ამდაგვარზე ისაუბრონ, გარკვეული პროექტები დროებით შეჩერდეს, მაგრამ ზოგადად სანქციების გამოყენებას, არ ველოდები,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ვახტანგ ძაბირაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები