LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომა (ნოემბერი) იქნება მძიმე – კოვიდი + მაიმუნის ყვავილის ვირუსი + სეზონური გრიპი: გიორგი ფხაკაძე

859
giorgi-fkhakadze131

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მძიმე შემოდგომას პროგნოზირებს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.

“სამწუხაროა, კოვიდის მაგალითზეც რომ არ ვსწავლობთ. მაიმუნის ყვავილის ვირუსი უკვე 28,847 ადამიანს ოფიციალურად დაუდასტურდა და უკვე 6 დადასტურებული სიკვდილი არის რეგისტრირებული!
რამდენია არარეგისტრირებული, ეს კიდევ სხვა საკითხია?!

შემოდგომა (ნოემბერი) იქნება მძიმე – კოვიდი + მაიმუნის ყვავილის ვირუსი + სეზონური გრიპი!
ისე, რომ დაფიქრდეთ, ყველა ამ უბედურების წინააღმდეგ გვაქვს ვაქცინები და ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ თავი და მაინც ჯიუტად თავს ვიტყუებთ… რატომ ?!

აიცერით, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს …
ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები