LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემირიგდი, შენი დედაც ვატირე“ – სერიოზული არ არის! ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, ბიძინა ივანიშვილმა აპატიოს” – ხვიჩია სააკაშვილზე

225
BeFunky-collage (1)

“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მათთვის სასიხარულოა, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეროვნული შერიგების შესახებ, თუმცა ხვიჩია მიიჩნევს, რომ “ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, შერიგება არ გამოვა”.

მისივე თქმით, “გირჩი” გაზაფხულიდან სწორედ ამ თემაზე საუბრობს, რის გამოც ოპოზიციურმა მედიამ მათ “ქართულ ოცნებასთან” შეკრული უწოდა.

“ჩვენ ეროვნული შერიგების დიდი გულშემატკივრები ვართ – იმდენად გვინდა ამ თემაზე დამატებით ინფორმაცია მივიღოთ, რომ ჩვენი თანაპარტიელი ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის უფრო ღრმად სასაუბროდ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს…

პირველ რიგში, გვაინტერესებს, მიხეილ სააკაშვილს ეს როგორ წარმოუდგენია. ნათქვამი: – შემირიგდი, შენი დედაც ვატირე – სერიოზული არ არის! ვფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს ამ თემაზე სერიოზული არგუმენტები და პოზიცია ექნება. საბოლოო ჯამში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, შერიგება არ გამოვა. მისი ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა აპატიოს. როგორ უნდა მოხდეს ეს, დრომ უნდა გვაჩვენოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სუბარი: ყველა იმ ადამიანის ახლობლების საკონტაქტო ნომერს მივაწვდი სააკაშვილს, რომლებიც მისი ბრძანებით მოკლეს ქუჩაში, გააუპატიურეს ციხეში და აწამეს, მოუხადოს ყველას ბოდიში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები