LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემიძლია „ლინკები“ გავუგზავნო პრემიერ-მინისტრს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები დებენ დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციას“ – სიმონიშვილი კობახიძის განცხადებაზე

142
ირაკლი კობახიძე, ნიკა სიმონიშვილი

„შემიძლია „ლინკები“ გავუგზავნო პრემიერ-მინისტრს, სადაც [დაფინანსების წყაროები] აისახება, სადაც დებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმაციას – თავის დროზე ჩემს მიმართაც ჰქონდათ ეს კითხვები ხოლმე, მედიასაშუალებებს გავუზიარე, შემიძლია კიდევ ერთხელ გავუზიარო, სად იდება ამის შესახებ ინფორმაცია, თუ ვერ მიაგნეს“, – ასე გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საზოგადოებას და მთავრობას არ აქვს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებზე და ასევე, მათ მიერ დახარჯულ თანხებზე.

პრემიერი: „ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე“

ნიკა სიმონიშვილის თქმით, მმართველი გუნდის მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს და საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე, სამწუხაროდ, კონსტიტუციას არღვევს.

მაია ბითაძე: „თქვენ მართლა ხო არ ფიქრობთ გაგიტარებთ და გაპატიებთ იმის დანგრევას რაც თქვენ არ შეგიქმნიათ? გგონიათ, ჩვენი შვილების მომავალს დაგაზიანებინებთ? ევროკავშირისკენ ღირსებით ვივლით“

„ეს არის საკითხი, რომელიც ალბათ, ყოველგვარი პოლიტიკის და რაღაცა პარტიული გარჩევების მიღმა დგას და უნდა იდგეს კიდევაც. ეს არის კანონი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს პირდაპირ აზიანებს და ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ასეთი კანონმდებლობით.

მდინარაძე: „ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს, გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონიო – ჩვენო მეგობრებო, წარმოუდგენელი უსამართლობაა, როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არ მოცემა“

ტყუილია, თითქოს ეს არის რაღაც ევროპული კანონი. ეს არ არის ევროპული კანონი, რადგან არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს კანონი, რომელიც ევროპული ფულის გამჭვირვალობას ეხება. ასეთი კანონი მხოლოდ რუსეთშია, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაღაც პოლიტიკურ განსხვავებებზე და პოლიტიკურ კუთვნილებაზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს კანონი დაგვაშორებს ევროპას, ეს კანონი ვერ მიგვიყვანს ევროპამდე“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

„ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ – მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე