LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემიძლია დიდი სიხარულით ვთქვა, რომ Chevening Awards (FCDO)-ის გამარჯვებული ვარ.. სექტემბრიდან სწავლას Birkbeck-ის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით გავაგრძელებ“ – ნოდარ რუხაძე

1663
ნოდარ

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“  წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე მეგობრებს სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს.

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ნოდარი Chevening Awards (FCDO)-ის 2023-24 წლის გამარჯვებული გახდა და სექტემბრიდან სწავლას ლონდონში, Birkbeck-ის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით გააგრძელებს.

„ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყე ინფორმაციის მოძიება საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ვფიქრობდი, რომ პიროვნული და პროფესიული ზრდა მჭირდებოდა. თავისუფლად სუნთქვაც მენატრებოდა.

ერთი წლის შემდეგ, შემიძლია დიდი სიხარულით ვთქვა, რომ Chevening Awards (FCDO) 2023-2024 წლის გამარჯვებული ვარ. სექტემბრიდან სწავლას Birkbeck, University of London-ში, Government, Policy and Politics პროგრამაზე, სრული დაფინანსებით გავაგრძელებ.

მადლობა დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პროექტს ახორციელებს.

მადლობა ჩემს რეკომენდატორებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და მიხეილ დარჩიაშვილს, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში, ჰუმანურობისა და პროფესიონალიზმის ყველაზე დიდი მაგალითები არიან. მადლობა მადლობა Niniko Lekishvili-სა და Mariam Melkadze-ს, ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ პროცესის განმავლობაში მეხმარებოდნენ და მგულშემატკივრობდნენ.

მიხარია, რომ ჩივნინგის კურსდამთავრებულთა ქსელის ნაწილი ვიქნები. ძალიან მინდა, შემდეგ წელს პროგრამის ახალ კანდიდატებს დავეხმარო, როგორც მე მეხმარებოდნენ წელს.

ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყე ინფორმაციის მოძიება საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ვფიქრობდი, რომ პიროვნული და…

Posted by Nodar Rukhadze on Friday, August 18, 2023

 

ბედნიერი ვარ, რომ მექნება შესაძლებლობა, დიდ ბრიტანეთში, ჩემს პირველ სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული ცოდნა, გამოცდილება და შეძენილი კავშირები ჩემს ქვეყანას მოვახმარო.“ – ნოდარ რუხაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები